წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ იტალიურ პრო-რეკოს უმასპინძლა და ანგარიშით 3:13 დამარცხდა.
პრო-რეკო ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის. იტალიელები გათამაშების ცხრილს 6 მოგებით და 2 მარცხით ლიდერობენ, დინამომ კი ჩემპიონთა ლიგის 8 შეხვედრაში 8 მარცხი განიცადა.
საინტერესოა, რომ თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელი, რევაზ ჩომახიძე 2000-2001 წლებში პრო-რეკოს ღირსებას იცავდა.
„დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრას 21 თებერვალს გერმანიაში ჰანოვერის წინააღმდეგ გამართავს.