logo
ENG



წყალმომარაგემაში დახარჯული მილიონები და უწყლოდ დარჩენილი საქართველოს რეგიონები

12 ივლ 202021:25
3 წუთის საკითხავი
clock 401

სოფლები, რომლებიც წყალს გრაფიკით იღებენ, ან საერთოდ არ აქვთ - მსოფლიო პანდემიის ფონზე, ზაფხულის მოსვლასთან ერთად წყალუხვ საქართველოში ხალხმა უწყლობის გაპროტესტება დაიწყო. 

რეგიონული განვითარების პროგრამაში ვკითხულობთ, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის, მათ შორის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის 841 მილიონი ლარი იხარჯება. კონკრეტულად სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 წელიწადში წყალმომარაგებაზე 433 ათასი ლარი დაიხარჯა. გორის მუნიციპალიტეტში კი, 2 მილიონიანი ტენდერი ერთ კვირაში უნდა დასრულდეს.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ფინანსური აუდიტები აჩვენებს, რომ წყალმომარაგების სისტემების გამართვაზე ფული იხარჯება, თუმცა დამონტაჟებული სისტემების დიდი ნაწილი უვარგისია და არ მუშაობს. 


close დახურვა