ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 3.
ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები არიან მობილიზებულნი.
ფორმულას შსს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.