logo
ENG



წყალტუბოს რეაბილიტაციის საკითხი ივანიშვილის მორიგი ბლეფია-გოცირიძე

29 ოქტ 201914:43
3 წუთის საკითხავი
 
4dr75p6lddyukne.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს ყველა სასტუმროსა და აბანოს შესყიდვა-რეაბილიტაციის ფაქტს, მორიგ ბლეფს უწოდებს. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხს, წყალტუბოს რეგიონის მოსახლეობის გულის მოსაგებად, წინასაარჩევნოდ გამოიყენებს. მისივე თქმით, ის არ გამოისყიდის ამ სასტუმროებს, არამედ წაართმევს ზუსტად ისე, როგორც სესხების საკითხზე მოიქცა.

„ეს არის მორიგი ბლეფი, მაგრამ ის ამ 22 სასტუმროს კი არ გამოისყიდის, წაართმევს ამ ადამიანებს, როგორც კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წაართვა სესხები, მერე ამაში გადაიხადა რაღაც ჩალის ფასი. მერე საარჩევნოდ ჩამოწერა და განაცხადა, რომ მოსახლეობას საჩუქარი გაუკეთა. ერთ-ორ ტრაქტორს შეიყვანს, იმიტაციას მოახდენს, როგორც ქუთაისში აკეთებდა და წინასაარჩევნოდ ამ რეგიონის მოსახლეობას შეჰპირდება მორიგ სიკეთეს, რომელიც ისევე წარუმატებლად დასრულდება, როგორც სოფლის ინტერნეტიზაციის პროგრამა“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციის საკუთარ თავზე აღების გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე გააჟღერა.

 

 


close დახურვა