logo
ENG



წყლის ჭავლის მანქანები მთავრობის კანცელარიის ეზოში - ჟურნალისტებს კადრებს არ აღებინებენ

21 ნოე 201911:48
3 წუთის საკითხავი
 
skvmvcnlf8qf0bj.jpeg

დაცვა, მთავრობის კანცელარიაში მომუშავე ჟურნალისტებს, ფანჯრებიდან კადრების გადაღების საშუალებას არ აძლევს. აღნიშნულის მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ ის გაძლიერებული დაცვა და ტექნიკაა, რომელიც ამ დროისთვის კანცელარიის ეზოშია მობილიზებული.

კარდში, რომლის გადაღებაც „ფორმულას“ ჟურნალისტმა მოახერხა, ჩანს წყლის ჭავლის მანქანები. კანცელარიაში გაძლიერებულია დაცვა და პოლიციელთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის კანცელარიასთან, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მთავრობის სხდომის პარალელურად აქცია გამართეს. მათ პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სიმბოლური ბოქლომი კანცელარიის ერთ-ერთ ჭიშკარზე დაკიდეს.

 


close დახურვა