logo
ENG



წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

11 ივლ 202309:05
3 წუთის საკითხავი
 

წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები ეზოში, სკვერში თამაშობდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. ადგილობრივების თქმით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.

არასრულწლოვნის დახმარებას სასწრაფოს მისვლამდე ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათი თქმით, 15 წლის ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ტერიტორია ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა