წყნეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს, ერიკ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 18 აპრილს წყნეთში, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც 30 წლის კაცი გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5-და 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.