მორიგი სკანდალი ირანში. ჭადრაკის მსაჯმა ქალმა ქვეყანაში დაბრუნებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში თავსაბურავის გარეშე მის ფოტოებს კრიტიკა და მუქარა მოჰყვა.
შოჰრე ბაიათი ჰიჯაბის გარეშე შანხაიში გამართულ ტურნირზე გადაიღეს. მას შემდეგ, რაც ფოტო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ბაიათმა მუქარების წერილების მიღება დაიწყო.
მსაჯი ამბობს, რომ თავსაბურავის სავალდებულო ტარების წინააღმდეგია, თუმცა ტურნირისას საპროტესტო აქცია არ დაუგეგმავს და ჰიჯაბი თავიდან შემთხვევით ჩამოუცურდა. ქვეყანაში დაბრუნებას კი მუქარის გამო არ აპირებს.