logo
ENG



ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ

01 სექ 202017:49
3 წუთის საკითხავი
 
pvy2auc566sz3na.jpg

ჭავჭავაძის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 1 ადამიანი.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

ხანგრძლივი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, მოძრაობის ახალი  წესებით, განახლებული ჭავჭავაძის გამზირი რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა.


close დახურვა