logo
ENG



ჭაკუას უფლებადამცველი: ექსტრადიცია შესაძლოა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს

04 ივლ 202013:42
3 წუთის საკითხავი
 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დავით ჭაკუას პროცესი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს. 

„ასე დაჩქარებით რატომ მოხდა, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ იყენებენ. ძალიან ემთხვევა გახმაურებულ საქმეზე პირთა ექსტრადიციები. იქ კონკრეტულად რა პროცედურები განხორციელდა, მე არ ვიცი“, - აცხადებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. 

გამოძიება დავით ჭაკუას პატიმართა მიმართ ჩადენილ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ზემოქმედებას ედავება. დანაშაულები დაკავშირებულია ე.წ. 2006 წლის "ციხის ბუნტისა" და 2012 წლის "ციხის კადრების" საქმეებთან. პირველ შემთხვევაში განაჩენი უკვე ძალაშია, ციხის კადრების საქმეზე კი საქმე სასამართლო განხილვის სტადიაშია.

პროკურატურის ინფორმაციით, ძებნილის ქართული მხარისთვის გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანელ კოლეგებს 2019 წლის 20 დეკემბერს მიმართა.


close დახურვა