logo
ENG



ჭიაბერაშვილი: მთავრობა აგვიანებს გადამწყვეტი და სწრაფი ნაბიჯების გადადგმას

18 მარ 202009:26
3 წუთის საკითხავი
 

„მთავრობა აგვიანებს გადამწყვეტი და სწრაფი ნაბიჯების გადადგმას", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონავირუსის პრევენციის კუთხით ხელისუფლების ნაბიჯებს. 

„ევროპული საქართველოში" ყურადღებას ეკონომიკურ საკითხებზე ამახვილებენ და მიაჩნიათ, რომ დროებით საპენსიო დაგროვების ფონდმაც კი უნდა შეწყვიტოს მოქმედება.

"კორონავირუსის გამოწვეული კრიზისის საწყის ფაზაში ვიმყოფებით და იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ცუდი შემთხვევები, რაც მაგალითად იტალიაშია, მთავარია სამედიცინო მედპერსონალი იყოს მაქსიმალურად დაცული. "ევროპული საქართველოს" აზრით, მთავრობა აგვიანებს გადამწყვეტი და სწრაფი ნაბიჯების გადადგმას, როგორიცაა მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. არამხოლოდ გადავადება, არამედ შემცირება",-აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

თავად სამედიცინო პერსონალი კი მეტად მასშტაბურ ტესტირებების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. ექიმ გიორგი კამკამიძის თქმით, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, ამიტომ სხვა გამოსავალი არ არის.

"უკვე შეინიშნება შიდა გადაცემის შემთხვევები და ასეთ დროს უფრო მასშტაბურ ტესტირებებზე უნდა გადავიდეთ. დღეს ეს მარაგები არ არსებობს და ის უნდა შეივსეს. ასევ არის დადასტურებული, რომ გადაცემა ხდება არა სიმპტომური პაციენტებისგანაც და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა მათი კვლევაც დაგვჭირდეს",-აღნიშა გიორგი კამიკამიძემ. 


close დახურვა