logo
ENG



ჭიაბერაშვილი:საქართველოს მართავს ერთ ადამიანთან ანგარიშვალდებული მთავრობა

22 აპრ 202014:05
3 წუთის საკითხავი
 

ზურაბ ჭიაბერაშვილი მოუწოდებს მთავრობას, რომ წარადგინოს ეკონომიკური გეგმა და მხოლოდ ამის შემდეგ უყაროს საკანონმდებლო ორგანომ კენჭი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას.

„ევროპული საქართველოს“ წევრი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა შერჩევითად ასრულებს საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს და ამიტომ, აზრს უკარგავს მათ არსებობას.

„28 იანვარს შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო და მაინც, დღემდე სადავოა, როდის უნდა იქნას წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით. ის, რომ არც ჯანდაცვის, არც ეკონომიკის, არც ფინანსთა და პრემიერ-მინისტრები არ ესწრებიან, გასაკვირი არაა. არც ერთ კრიზისზე მთავრობას ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია და რატომ უნდა ველოდოთ, რომ იქნებოდა ამ კრიზისზე? საქართველოს მართავს ერთ ადამიანთან ანგარიშვალდებული მთავრობა. ეფექტიანობა არაა ყველაფრის ჩაკეტვის ხარჯზე ინფიცირების ამ რიცხვების შენარჩუნება. როცა ჩაკეტვაზე ვლაპარაკობთ, უნდა გვესმოდეს, რომ აღსრულებაც არ ხდება სათანადოდ - მთავრობა ანგარიშს უწევს ფანატიკოსებს და უაზროს ხდიან ეკონომიკურ ზიანს და გაჭირვებას, რომელშიც უამრავი მოქალაქეა ჩავარდნილი", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილმა, ასევე, ისაუბრა ჯანდაცვის სისტემის მუშაობაზე, არსებულ ხარვეზებსა და მედიკოსების გადამზადებაზე, რათა ისინი თავადაც არ დასნებოვნდნენ.

„რა თქმა უნდა, თუ ტესტები ისეთი შეზღუდული რაოდენობით ჩატარდება, სულ მოვიწონებთ თავს კარგი მდგომარეობით. ახლა მთავრობა გვთავაზობს, რომ გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა - ამაზე მძიმე იქნება მომავალი ზამთარი, რას აპირებთ მეგობრებო? როგორ ვიცხოვროთ ამ ვირუსთან ერთად ისე, რომ გავუძლოთ გაჭირვებას? ჯანდაცვის მინისტრი გვეუბნებოდა თებერვალში, რომ 2 000 საწოლია და ახლა, როცა პიკი ახლოვდება, თურმე 850 პაციენტზე მეტს ვერ აიტანს სისტემა. მეგონა, ხუნდაძე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იტყოდა, რა მდგომარეობა დახვდა საავადმყოფოებში - შიდაგავრცელების დროს ექიმების დაცვა არ არის სათანადო დონეზე. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ სიმპტომებით ადამიანი შეიძლება მივიდეს ნებისმიერ ადგილას. უნდა ვიზრუნოთ ექიმებზე, რომ არ გახდნენ ვირუსის გადამტანები", - ამბობს ჭაბერაშვილი.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა კიდევ ერთხელ შეახსენა მმართველ ძალას, რომ „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა და მოუწოდა მთავრობას, უფრო რაციონალურად იმსჯელოს კრიზისის დაძლევაზე.

„ეფექტიანობა უნდა გაიზომოს იმით, რომ ეკონომიკას არ ვავნოთ იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა. სასწორის ორივე მხარეზე სიცოცხლე დგას - ერთ მხარეს კოვიდ 19 და მეორე მხარეს ეკონომიკური ზიანი, დროში გაწელილი. აქედან გამომდინარე მარტივ რამეს ვამბობთ - 1 თვის წინ წარმოვადგინეთ გეგმა. ამას სჭირდება მთავრობაა, რომელიც რაციონალურ წინადადებებს მოისმენს, მაგრამ საქართველოს მთავრობა არ ჰყავს", - განაცხადა ზურაბ ჭაბერაშვილმა.


close დახურვა