ჭიათურის მაღაროში მიმდინარე სამუშაოებს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დარკვეთის მაღაროში "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელი, 29 წლის ახალგაზრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.
"ვუსამძირებთ გარდაცვლილის ოჯახს. სამუშაო პროცესის დროს გარდაიცვალა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და დანარჩენს გამოძიება დაადგენს. ჩვენ ყველანაირად გვერდში დავუდგებით ოჯახს,-"აცხადებს ჭიათურის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ბიწაძე.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სატვირთო მანქანასა და კედელს შორის მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაწყო.