logo
ENG



ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ მაღაროსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა

18 თებ 202017:33
3 წუთის საკითხავი
 

ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ მაღაროსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. ისინი მაღაროელებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების გამო, მათ საცხოვრებელ სახლებს ბზარები გაუჩნდა.

აქციის მონაწილეები დაბზარული კედლების გამო კომპანიას კომპენსაციას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციების გამართვას აანონსებენ. 

მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ მხოლოდ ტყუილები მოვისმინეთ. სხვა გზა არ დაგვიტოვეს და ამიტომ არ მივცემთ საშუალებას, მადანი გაიტანონ მაღაროებიდან. ასე გაგრძელდება, სანამ ყველა სოფლელს არ დააკმაყოფილებენ შესაბამისი კომპენსაციით", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზში" განმარტავენ, რომ მოსახლეობას რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეს, როგორც კომპენსაციის, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახით, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის. 


close დახურვა