logo
ENG



ჭიათურის მაღაროს იმ უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები შეჩერდა

18 ოქტ 201920:53
3 წუთის საკითხავი
 
8tz0k0yw5dg4s04.jpg

ჭიათურის მაღაროს იმ მიწისქვეშა უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გადაწყვეტილება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან ერთად მიიღეს. 

„ამ ეტაპისთვის მოვისმინეთ ანგარიში ჩვენი უწყებიდან, შრომის ინსპექცია მოკვლევას დილის ექვსი საათიდან აწარმოებდა. მოძიება მიმდინარეობს სამი უწყების ჩართულობით, ვთანამშრომლობთ შსს-სთან და ეკონომიკის სამინისტროდანაც იმყოფება ჯგუფი. რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა იყო ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევი მიზეზი. ეს ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი. ჩვენი თანამშრომელი რჩება ადგილზე და ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 17 ოქტომბერს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღაროს მიწისქვეშა უბნის N 2 სანგრევზე მიმდინარეობდა გვირაბის გაყვანის სამუშაოები, კერძოდ აფეთქებული მასის (მარგანეცის) გამოტანითი სამუშაოები. დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა უბედური შემთხვევა, გარდაცვლილი მაღაროელი მტვირთავ დანადგარსა და გვირაბის კედელს შორის მოყვა, რა დროსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.


close დახურვა