logo
ENG



ჭიათურის მერიამ ₾50 000 დახარჯა კედლის აღდგენა-მოხატვაში, რომელიც ისევ დაზიანებულია

01 სექ 202015:04
3 წუთის საკითხავი
 
ess5ktmvhuvyc9s.png

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ჭიათურის მერიამ 50 000 ლარზე მეტი დახარჯა თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის აღდგენისა და მოხატვისთვის, კედელი კი კვლავ დაზიანებულია.

"ჭიათურის მერიამ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი 45 ათას ლარად 'აღადგინა' და უვარგისი სამუშაოების დასაფარად მოხატვისთვის დამატებითი ხარჯი - 5.4 ათასი ლარი გაიღო. პარალელურად, ჭიათურის მერიამ იაშვილის ქუჩის სკვერის კედელიც მოხატა და ამ შემთხვევაში სამუშაოები სრულიად უსასყიდლოდ შეასრულებინა ადგილობრივი სამხატვრო სკოლის პედაგოგებს", - აღნიშნულია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

ორგანიზაცია საკითხზე ჭიათურის მერიის საპასუხო წერილსაც აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "ამ ეტაპზე შეინიშნება ხარვეზები და შემსრულებელი ობიექტზე უახლოეს პერიოდში მოახდენს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას".


close დახურვა