logo
ENG



ჭიჭიაშვილის დაკრძალვაზე ავტომობილით შეჭრილი ქალი ჯერ კიდევ არაა დაკავებული

09 ოქტ 201918:22
3 წუთის საკითხავი
 
lkew33557kf416i.png

ქალი, რომელიც შოთა ჭიჭიაშვილის დაკრძალვაზე ავტომობილით შეიჭრა, ჯერ კიდევ არაა დაკავებული. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოკლულის ორი ნათესავი საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. 

გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, ამას ოჯახი არ ეთანხმება. 

ჭიჭიაშვილის ოჯახთან ვითარების გასარკვევად ჩასულ "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პირველ ნომერ ტერორისტად წოდებული შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. ჭიჭიაშვილი 2000-იან წლებში პანკისში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. მის სახელს არაერთი ხმაურიანი გატაცება და ტერორისტული აქტი უკავშირდება.


close დახურვა