ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცრაზმი დაიძრა. ისინი რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაადგილდებიან - ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
სპეცრაზმელებმა პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებაც დაიწყეს - ისმის გამაფრთხილებელი ხმაც, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს.
პარალელურად, წყლის ჭავლის მანქანები მობილიზებულია თავისუფლების მოედანზეც, პოლიციელებს კი კორდონი აქვთ გაკეთებული.