logo
ENG



ჭოპორტის მოსახლეობამ ნატახტარი-ჟინვალის ავტობანის მშენებლობა გააპროტესტა

27 ივლ 202010:14
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ ჭოპორტის მოსახლეობამ ნატახტარი-ჟინვალის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ავტობანი სოფელს ორ ნაწილად გაყოფს და ამასთან ერთად, საფრთხეს შეუქმნის უნიკალურ ეკოსისტემასა და სოფლის მეურნეობას.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტობანის მშენებლობის სამი ალტერნატიული პროექტი არსებობდა, თუმცა მათგან ყველაზე ნაკლებხარჯიანი და სოფლისთვის დამაზარალებელი შეირჩა.

ჭოპორტის მოსახლეობა ავტობანის პროექტის ადგილმდებარეობის შეცვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გზის გადაკეტვით იმუქრება.


close დახურვა