logo
ENG



ჭუმბურიძე: ლიტერა არ ჩაატაროს პარტიულად ანგაჟირებულმა, სააკაშვილისაგან მართულმა აქტივისტმა

01 აგვ 202117:49
3 წუთის საკითხავი
 
ჭუმბურიძე: ლიტერა არ ჩაატაროს პარტიულად ანგაჟირებულმა, სააკაშვილისაგან მართულმა აქტივისტმა

ლიტერატურლი კონკურსის, ლიტერას ჟიურის ერთადერთი დარჩენილი წევრი, თეა წულუკიანის მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე ამბობს, რომ კონკურსი არა მწერალთა სახლმა, არამედ  სსიპ შემოქმედებითმა საქართველომ უნდა ჩაატაროს, რომელსაც ირმა რატიანი ხელმძღვანელობს. 

ჭუმბურიძემ მწერალთა სახლს ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის პორტრეტების ჩამოხსნა დასწამა. თუმცა, გაირკვა, რომ პორტრეტები არავის გაუტანია.  

„ჩაატაროს ირმა რატიანმა და არა ლიტერატურისაგან შორს მდგომმა, პარტიულად ანგაჟირებულმა, სააკაშვილისაგან მართულმა აქტივისტმა, რომელმაც მწერალთა სახლის სხდომათა დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები ჩამოხსნა". - დაწერა იოსებ ჭუმბურიძემ ფეისბუქზე

მას შემდეგ, რაც ლიტერატურული კონკურსის, ლიტერას ჟიურიში თეა წულუკიანმა თავისი კადრი დანიშნა, კონკურსიდან თავისი წიგნი 77-მა მწერალმა და პოეტმა მოხსნა.

ლიტერატურული პრემია "ლიტერა" ჟიურის 4-მა წევრმაც დატოვა პროტესტის ნიშნად. 

"ლიტერას" პრემია 2015 წლიდან არსებობს.


close დახურვა