logo
ENG



ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

08 მარ 202121:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/08/hlzjccx4fxpzf9k.jpg

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ ფორმულას შსს-ში განუცხადეს.

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამან მრევლისა და მღვდელმსახურების პროტესტი გამოიწვია და მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნული კრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შეკრებილების მოთხოვნა იყო, გაირკვეს სიმართლე მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ მსახურების საკითხს. პროტესტის დროს სამღვდელმთავრო რეზიდენციის აივნიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და დაშავდნენ. მათ შორისაა ფორმულას ოპერატორი.


close დახურვა