ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დღეს თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გაიხსნება.
"დღეს ვხსნით დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, ბროსეს ქ.6-ში, რომელიც პარალელურად იქნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ცენტრალური ოფისი და შესაბამისად, ჩვენს მომხრეებს რომლებიც ასიათასობით არიან დედაქალაქში და ეს ყველა არჩევნებზე კარგად ჩანს, მოვუწოდებ, მობრძანდით ჩვენთან, ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია, გახდით თანამონაწილე გამარჯვების რუსულ ოცნებაზე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, იმისთვის, რომ თბილისის ორგანიზაცია იყოს ძლიერი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებით, ნადირაძის მთავარი დავალება და ამოცანა იქნება, სწრაფად მოხდეს პარტიის რეორგანიზაცია და სტრუქტურულად გამართვა.
ამასთან, ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფიციალურ Facebook გვერდზე დაიდება აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მსურველები რეგისტრაციას შეძლებენ.