logo
ENG



ხაბეიშვილი: ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად

16 დეკ 202315:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/16/xncthzn7mkvn7gw.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორს, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტს რონ ნერინგანს შეხვდნენ. შეხვედრა თბილისი მერიოტში, გაიმართა და მას ენმ-ის თავმჯდომარესთან ერთად, სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ესწრებოდა.

"სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა, აი, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გვექნება სამუშაო შეხვედრა და შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით ცხადია რუსული პარტიის დასამარცხებლად.

ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა კანონით მონიჭებულ უფლებას იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის გასამარჯვებლად.

შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ემსახურება ერთადერთ რამეს, ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების კოალიციამ კამპანია წარმართოს ისე, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ენმ-მა პარტნიორებთან შეხვედრები დაიწყო. მისი თქმით, ექსპერტებს აშშ-დან გააცნობენ საარჩევნო კამპანიის წარმართვის სტილს, რომელსაც მომავალი საარჩევნო კამპანიის დროს გამოიყენებენ.


close დახურვა