logo
ENG



ხაბეიშვილი: კამერა რომ გაწიოთ, პოლიცია ივანიშვილს ჩვენთან ერთად აგინებს

17 დეკ 201914:12
3 წუთის საკითხავი
 
cu4o70puwb7mk0o.png

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოში არსებული დაპირისპირების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილის დაცვის თანამშრომელი გომელაური ახალგაზრდებს აკავებს. როგორც საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან აღნიშნავს,  აქტივისტების დაკავების მიზეზი ვაჟა გაფრინდაშვილზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაპროტესტებაა. 

„რა გააკეთონ, მძიმე მდგომარეობაში არიან. კამერა რო გაწიოთ ჩვენთან ერთად აგინებენ ივანიშვილს. ივანიშვილის დაცვის თანამშრომელია გომელაური. მისი ბრძანებით აკავებენ სამოქალაქო აქტივისტებს, ახალგაზრდებს, პატრიოტებს. რის გამო აპროტესტებენ ტყვედ რომ არის ჩავარდნილი, იმაზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადება არ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობის შესასვლელს ბოქლომი დაადო.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოში დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მოძრაობა “შეცვალეს“ აქტივისტები შევიდნენ. ისინი პოლიციამ საკრებულოს შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ კუხიანიძემ დეპუტატის მანდატი დატოვოს. 

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება. 

კუხიანიძის კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კუხიანიძის საკრებულოდან გარიცხვა მოითხოვა. თავად ოცნების წევრმაკუხიანიძემ Facebook-ზე მორიგ სტატუსი გამოაქვეყნა. ამჯერადკუხიანიძე საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორად მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც კუხიანიძეს კიცხავენ, ასევე მმართველი გუნდის მუშაობას იწუნებენ. მან საზოგადოების კრიტიკა ფსიქიკურ აშლილობად შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემრერს, .. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის .. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოსტერიტორიაზე იმყოფება.

14 დეკემბერს გაფრინდაშვილის .. სასამართლო პროცესი გაიმართა, ის პატიმრობაში დატოვეს.

 

 

 


close დახურვა