logo
ENG



ხაბეიშვილი: მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს

01 ოქტ 202120:32
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. ოფიციალურ უწყებებს დაკავების დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ თბილისში იმყოფება.

"კიევში, უკრაინაში დააკავეს სააკაშვილი? ლვოვშიაო ამბობდნენ, ხან აქ არის, ხან იქ არისო. გაყინული სახეებით რომ იძახდნენ, საქართველოში არ არისო. საქართველოში კი არა დედაქალაქში დააკავეს. არაფერი არანორმალური არ ხდება, სააკაშვილისთვის ეს გასაგები და ცხადი იყო, როცა ამ პროცესზე საუბრობდა, ამბობდა, რომ მე თუ დამავაკებენ გამათავისუფლებს ქართველი ხალხი", - თქვა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან.

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სახალხო დამცველი აპირებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოინახულოს. 


close დახურვა