logo
ENG



ხაბეიშვილი: ნაციონალური მოძრაობის დნმ მაქვს და ცხადია, ვიქნები ამ პარტიაში

12 დეკ 202214:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/12/ce8xfnwcj0o0lpp.jpg

მინდა მე ჩემს თანაგუნდელს, ნუგზარ წიკლაურს ვკითხო, ხაშურში ვარ, პარტიის მხარდამჭერებს ვხვდები და ბატონო ნუგზარ, ჰკითხეთ აბა, ნიკა მელიას თავისი თავმჯდომარეობის პირობებში, თუ შეხვედრია პარტია ნაციონალური მოძრაობის ხაშურის ჩვენს მხარდამჭერებს, წევრებს და ლიდერებს. მარტივი კითხვა დაუსვას და თუ ეს პასუხი იქნება კი, მაშინ მე ვიტყვი, რომ ვცდები და ნიკა მელია სჭირდება პარტიას. პარტიას სჭირდება თავმჯდომარე, პარტიას სჭირდება ლიდერი, რომელიც ძალიან ბევრს იმუშავებს მის ამომრჩეველთან, მის ლიდერებთან და ექნება მუდმივი კომუნიკაცია. შესაბამისად, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გაიმარჯვა ნაციონალურმა მოძრაობამ. მე ნაციონალური მოძრაობის დნმ მაქვს, პირდაპირ გეუბნებით და მე ცხადია, ვიქნები ამ პარტიაში.


close დახურვა