logo
ENG



ხაბეიშვილი: პოლიცია არ გავს პოლიციას, სახელმწიფო - სახელმწიფოს, ჩვენ ამას შევაჩერებთ

31 ოქტ 202016:33
3 წუთის საკითხავი
 

სამგორში ენმ - გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილ დარღვევებს აფასებს. 

"კონკრეტულ უბნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე იწერება სამართლებრივი საჩივრები და გვაქვს, რა თქმა უნდა, რეაგირება. თუმცა, სამწუხაროა, რომ პოლიცია და სახელმწიფო არ გავს პოლიციას და სახელმწიფოს. იმისათვის, რომ პოლიცია პოლიცია იყოს, ემსახურებოდეს ხალხს და არა კონკრეტულ პარტაქტივს, ამისთვის მნიშვნელოვანია მობრძანდეთ არჩევნებზე. 

საბოლოო ჯამში, 49-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირების დროს, კურიოზული სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ქართული ოცნების წევრები შტაბის წარმომადგენლებს და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, დოხტურიშვილს თავად დაუპირისპირდნენ, როდესაც ისინი ამშვიდებდნენ მოკრიმინალო ელემენტებს, რომ არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა. იქ იყო შეძახილები, რომ თავად მოგვიყვანე, თავად გადაგვიხადე და ახლა რატომ გვაჩერებთო

ამიტომ, ძვირფასებო, ჩვენ შევაჩერებთ კრიმინალსაც, ჩვენ შევაჩერებთ სიღარიბესაც, მშვიდად წყნარად მობრძანდით არჩევნებზე", - ამბობს ხაბეიშვილი. 

გლდანის რამდენიმე ოლქში სავარაუდოდ ქართული ოცნების მიერ მობილიზებული ამომრჩევლები ტვ პირველისა და პუბლიკის ჟურნალისტს, შემდეგ კი სხვა მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ. 

 


close დახურვა