logo
ENG



ხაბეიშვილი: ჩვენ ხელისუფლება უნდა დავუბრუნოთ მის აღმატებულება ქართველ ხალხს

08 ნოე 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრის და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა. 

ხაბეიშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო პერიოდი ისე ჩაატარა, რომ მოსახლეობისთვის არც ერთი დაპირება არ მიუცია.

"ცესკოს დათვლით აქ ვართ 13-ნი. 80 ათასი მაჟორიტარული ბიულეტენი გააუქმა ცესკომ ანუ ბიძინა ივანიშვილმა და კრიმინალურმა ოცნებამ. 60 ათასზე მეტი პროპორციული ბიულეტენი - ეს იმდენივეა რამდენი ადამიანიც მივიდა ზუგდიდში და ქუთაისში. ანუ ეს რომ წარმოვიდგინეთ, გამოდის, რომ ქუთაისში და ზუგდიდში არჩევნები არ ჩატარებულა. ასე პირდაპირი მნიშვნელობით ივანიშვილმა დადღაბნა შედეგები. მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანები არაფერს დაჰპირებიან მოსახლეობას. ამ არჩევნებზე მათ ტყუილსაც ვერ დავაბრალებთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ხაბეიშვილმა მმართველი გუნდის რამდენიმე ლიდერიც დაასახელა და მათ ბიძინა ივანიშვილის "ზებრები და პინგვინები" უწოდა. 

"მას ჰყავს ზებრები და პინგვინები, ოღონდ არა მარტო ცხოველები. მას ადამიანი-პინგვინები ჰყავს - აი თალაკვაძე, კობახიძე. ცხოველებს შეიძლება მეტი ჭკუა აქვთ. მერე გამოვა ახალი ზუნტყლიანი კობახიძე-პინგვინი და იტყვის ნაციონალებმა მოკლეს ადამიანები.

ივანიშვილს ჰგონია რომ გაგვყოფს და გაგვტეხს. ამ ქვეყანაში ამ პოლიტიკურმა სპექტრმა თავისი აზრი უკვე დააფიქსირა - ბიძინა ივანიშვილო წადი! ჩვენ ხელისუფლება უნდა დავუბრუნოთ მის აღმატებულება ქართველ ხალხს", - აღნიშნა მან აქციაზე სიტყვის გამოსვლისას. 

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს აპროტესტებენ და მასშტაბურ აქციას მართავენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილები 3 მოთხოვნას აყენებენხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლება და საპატიმროებიდან ყველა პოლიტპატიმარის გამოშვება.


close დახურვა