logo
ENG



ხაბეიშვილი: წარმოუდგენელია არჩევნები კონკურენტუნარიანი იყოს, როცა სააკაშვილი ციხეშია

13 თებ 202412:12
3 წუთის საკითხავი
 
ხაბეიშვილი: წარმოუდგენელია არჩევნები კონკურენტუნარიანი იყოს, როცა სააკაშვილი ციხეშია

ვისაუბრეთ სამ პრიორიტეტსა და გამოწვევაზე, რომელიც აქვს გამარჯვების კოალიციას, ნაციონალურ მოძრაობას. წარმოუდგენელია კონკურენტუნარიანად შეფასდეს არჩევნები, როდესაც მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში. გიზიარებთ, რომ ჩვენ მივაწოდეთ 300-მდე იდენტიფიცირებული საარჩევნო უბანი, სადაც ოცნება ცალსახად აყალბებს და მანიპულაციების შედეგად ღებულობს 92%, 95%, 96%-ს, რაც ბუნებაში არ არსებობს.

ვიმსჯელეთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობა და ის, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი.


close დახურვა