"ეს იყო კალაძის პირადი დავალება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მის ცემასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან უმრავლესობის წევრებს ლაჩრები და კოლექტიური ივანიშვილები უწოდა.
"ხან ხელი მომიქნიეს ხან რა. ესენი ლაჩრები არიან. ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ ქვეყანაში. გგონიათ რომ აქ ვინმეს ველოდები?! რა გამოძიებაზეა საუბარია. თვალი მექნება ჩალურჯებული თუ ფეხი მოტეხილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ბრძოლას მაინც გავაგრძელებ. არ ვიცი მათი სახელები და გვარები, რადგან მიკროფონი არ ჩაურთავთ მათ საკრებულოს სხდომაზე. ქურდულ ქვეყანაში როგორ გავაგრძელო ბრძოლა სამართლებრივად?! გაჩუმებას არ ვაპირებთ. ვაჟკაცობაც არ აქვთ. არც ერთი კრიმინალი არ იკადრებს, რომ 20 კაცი დაესიოს ერთს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საკრებულოში ხმაური იყო. უმრავლესობის წებრები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხაბეიშვილის სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურადად დაუპირისპირდნენ.