logo
ENG



ხაბეიშვილი ოცნებას: მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ ქვეყანაში

13 დეკ 202214:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/13/in7xdhc6vzv4pf0.png

ევროკავშირმა კარები გაგვიხსნა და თქვენ და ბიძინა გაეჩხირეთ ქართველ ხალხს კარებში და ფაქტობრივად, გვეჭიდავებით, რომ ევროკავშირში არ მიგვიღონ, სტატუსი არ მოგვცენ. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ცივილიზებული სამყარო პრეზიდენტის მკვლელ ხალხს არ ელოდება ევროკავშირში, ისინი ელოდებიან ცივილურ ადამიანებს, რომლებიც პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ციხეში არ კლავენ.

გამოიგონეთ, მოიგონეთ რაღაც ბოდვა, ნიკა გვარამია დააკავეთ უპრეცედენტო, არაამქვეყნიური ბრალდებით, ჯერ არავინ რომ არ დაუკავებიათ. პარალელურად, ღალატობთ საქართველოს ინტერესებს, ჩვენს უკრაინელ ძმებს და დაიწყეთ, ამოქოქეთ რუსული პროპაგანდა საქართველოში.

სიძულვილის ენის ნიაღვარს აყენებთ, ყოფთ, ხლეჩთ საზოგადოებას, თქვენ არ შეგიძლიათ გაერთიანება, მხოლოდ აპირისპირებთ. ამასობაში, დიდ მასშტაბებზე გადახვედით და აგინებთ, ლანძღავთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მეგობრებს, დასავლელ მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს. სანქციების შავ ხვრელად აქციეთ საქართველო, გაავსეთ რუსული სანქცირებული ნავთობით ჩვენი ქვეყანა. უკრაინის საწინააღმდეგო ფრენას აუნთეთ მწვანე შუქი ირანიდან, კრემლში.

ლანძღავთ და აგინებთ ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას, დასჯილებს და დამარცხებულებს ეძახით თავისუფლებისთვის მებრძოლ ერს. რუსეთისთვის ოკუპანტის და მტრის დაძახება გეშინიათ, ვერ და არ დადიხართ ქართველი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების სამძიმარზე, რომლებიც გმირულად დაეცნენ მტერთან ბრძოლაში თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ ქვეყანაში და რუსული მშვიდობა მთელმა მსოფლიომ ნახა ბუჩაში.


close დახურვა