logo
ENG



ხაბეიშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს

31 იან 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

ლევან ხაბეიშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთში უნდა იმსჯელოს. დღეს წაყენებული ბრალდების მიხედვით, მას პროკურატურა ძალადობაში ედავება და 3000 ლარიან გირაოს ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა. რაც შეეხება იმ სამ დეპუტატს, რომლებიც ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოსამართლემ სრულიად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 5000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ მოსწონთ. ავთანდილ ცინცაძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილი თავისით წაიქცა და მას მისთვის ხელი არ დაურტყამს.

პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების ახალი მეთოდი, ლევან ხაბეიშვილს, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს ჯგუფურად დაესხნენ, დღეს ბრალი წაუყენეს. ის ახლა ერთდროულად დაზარალებულიც არის და ბრალდებულიც. ოპოზიციონერს ბრალი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე ედება.


close დახურვა