ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ გარდაბანში ვიზიტის დროს მანქანის საბურავები დაუჭრეს. ამის შესახებ ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე. გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს... იფიქრეს დროს დაკარგავენ, ხალხს ვეღარ შეხვდებიან და ამის გარკვევას დაიწყებენო... ხალხსაც შევხვდით, პრობლემებზეც ვისაუბრეთ, ახალი ოფისიც გავხსენით და რუსულ პარტიასაც გავისტუმრებთ ბევრი შრომით და ხალხთან ერთად ბრძოლით", - აცხადებს ხაბეიშვილი.
ლევან ხაბეიშვილი პარტიის რეგიონულ მდივანთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად გარდაბანში იმყოფება. ენმ-ის თავმჯდომარე მოსახლეობას შეხვდა - საუბარი შეეხებოდა ადგილობრივების კუთვნილი მიწის პრობლემებს.