logo
ENG



ხაბეიშვილის თქმით, სამარშრუტო ტაქსების კომპანიამ ენმ-ს ბანერებზე ხელშეკრულება გაუუქმა

19 ოქტ 202121:35
3 წუთის საკითხავი
 
ხაბეიშვილის თქმით, სამარშრუტო ტაქსების კომპანიამ ენმ-ს ბანერებზე ხელშეკრულება გაუუქმა

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, თბილისის სამარშრუტო ტაქსების კომპანიამ რეკლამის განთავსებაზე მათ ხელშეკრულება გაუუქმა. როგორც ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, შაბათი დღიდან სამარშრუტო ტაქსებზე განთავსდა სარეკლამო ბანერი, რომელზეც თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირებები იყო განთავსებული. 

"ნაცვლად იმისა, რომ ხელი არ შეგვიშალონ საარჩევნო კამპანიაში, ნაცვლად სიძულვილის ენისა კონკრეტული დაპირებები მისცენ თბილისელებს, ამ ხალხმა ნაცადი ხერხით, ხელების გადაგრეხით, ძალადობით, ძალდატანებით დღეს საღამოდან უკვე უზრუნველყო, რომ ეს დაპირებები აღარ იქნება განთავსებული სამარშრუტო ტაქსებზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია და "ბ"-ს სახით უკვე გადახდილი გვაქვს 40 ათასი ლარი", - ამბობს ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, ამით ჩანს, რომ ქართული ოცნება და კახი კალაძე "ისტერიკაში არიან.

"მიუხედავად იმისა, რომ ქირქილებდნენ უფასო კვებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ძალიან მარტივად აღიქვა, რომ 50-70 მილიონი ლარი, რომელიც წლიდან წლამდე დასჭირდება 150-200 ათასი ბავშვის გამოკვებას საჯარო სკოლებში, ზუსტად ის თანხაა, რომელიც ერთი ტენდერიდან მოიპარა კახი კალაძემ. ავტობუსების ტენდერს ვგულისხმობ", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა.


close დახურვა