საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, იგი უკვე სარგებლობს ჩვენს ხელთ არსებული ყველა პრაქტიკული მექანიზმით. ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან.
დღეს დილით ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ადგილზე ვნახე და ასევე ქართული მხრიდან მოწოდებულმა დეტალურმა ინფორმაციამ. ნამდვილად ძალიან კარგი იყო, რომ ის, რის შესახებაც ბოლო კვირების მანძილზე, ვიზიტის დაგეგმვის პერიოდში ვკითხულობდი, ჩემი თვალით ვიხილე.