logo
ENG



ხაზარაძე: ანაკლიის პორტი ოცნების ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აშენდება

29 იან 202022:21
3 წუთის საკითხავი
clock 759

"ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" საუბრობს. 

ხაზარაძის თქმით, როგორც კი "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან წავა, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შესაძლებელი გახდება. გარდა ამისა, ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა პირადად ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი ასევე იხსენებს იმ ფაქტს, რომ ყველა პრემიერ-მინისტრი [გიორგი კვირიკაშვილი და მამუკა ბახტაძე] თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, როგორც კი, პორტის მშენებლობისთვის ყველაფერი მზად იყო. 

"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და აშენდება "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს. როგორც კი, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩავიდა ამერიკაში, შეხვდა პრეზიდენტ ტრამპს, 2 კვირაში ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მერე პრემიერს, მამუკა ბახტაძეს პრესკონფერენციაზე უთხრეს, რომ უნდა ააშენოთ პორტი, სასწრაფო ტემპით იხსნება ბახტაძე პოსტიდან. მეორე დღეს, დაგვირეკეს ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა და გვითხრეს, რომ ჩვენ მოგვცეს ნებართვა შემოსვლის. ამასობაში ისევ იცვლება პრემიერ-მინისტრი და პროცესი ისევ ჩერდება. არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონდეთ ინვესტორებთან. ივანიშვილი გულჩათხრობილი კაცი აღმოჩნდა. პირველი მიზეზი არის გეოპოლიტიკა - ანუ რუსეთის დავალება. რუსეთს არ აწყობს ანაკლიის პორტის განვითარება. მეორე - ივანიშვილისთვის მიუღებელია, რომ საქართველოში ვინმეს ჰქონდეს თავისუფალი აზრი, ფული აქვს ნაშოვნი სუფთად, არ აქვს კომპრომატი. ის მოევლინა საქართველოს, როგორც ე.წ. მამა მარჩენალი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

 

 


close დახურვა