საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ აქვს და მასთან ფარული შეხვედრა გამორიცხულია.
„მე ბიძინა ივანიშვილთან ახლა ურთიერთობა არ მაქვს. რატომ გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ქონდეს სურვილი, რომ მე მას დაველაპარაკო? გპირდებით, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი დამირეკავს, მე მას შევთავაზებ სტუდიის პირობებში საუბარს. გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილთან ფარული შეხვედრა არ იქნება. ამიტომ ვთქვი ამ წერილის შესახებ დეკემბერში. ამიტომ არაგულწრფელობას ნუ დამაბრალებთ. იყო რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო,“ - განაცხადა ხაზარაძემ.
„პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 20:45 საათზე გადის და მისი წამყვანი სოფო ზურაბიანია.