logo
ENG



ხაზარაძე: ეროვნული ბანკი ხელისუფლების პოლიტიკური ინსტრუმენტია

29 ოქტ 201922:29
3 წუთის საკითხავი
 
k1j3j57t9o5lz1n.jpg

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ყველაზე დეგრადირებულ მდგომაროებაშია, რაც კი საქართველოს ისტორიაში ყოფილა.

„ეროვნული ბანკი არეგულირებს უამრავ პარამეტრს, ის ეროვნული ბანკი, რომელიც დღეს პოლიტიკური ინსტრუმენტია ხელისუფლების. მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, ეს არის ყველაზე დეგრადირებული მდგომარეობა, რაც კი ეროვნული ბანკის ისტორიაში იყო,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 20:45 საათზე გადის და მისი წამყვანი სოფო ზურაბიანია.


close დახურვა