logo
ENG



ხაზარაძე: მივმართავ მმართველ ძალას, დავუსვათ წერტილი მორატორიუმს სატელევიზიო სივრცეში

14 აპრ 202112:21
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე: მივმართავ მმართველ ძალას, დავუსვათ წერტილი მორატორიუმს სატელევიზიო სივრცეში

 

მივმართავ მმართველ პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციურ პარტიებს, ტელეკომპანიების მენეჯერებს, ჟურნალისტებს, ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, როგორც მოდერაციის პროცესის მთავარ აქტორებს, დიპლომატიურ კორპუსს, სამოქალაქო სექტორში მომუშავე ორგანიზაციებს, რომელთა მიზანია ობიექტურობისა და პლურალიზმის განვითარების ხელშეწყობა საზოგადოებაში - ერთად დავუსვათ წერტილი მორატორიუმს სატელევიზიო სივრცეში, რათა აღდგეს დებატები საპირისპირო პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომ პოლიტიკოსებს შორის.

ვისაუბროთ ქვეყნის მომავალზე, პროგრამებზე, კრიზისიდან გამოსავალზე, ეკონომიკაზე, დღეს ჩვენს ქვეყანას გაერთიანება, დაპირისპირებაზე მაღლა დგომა სჭირდება, ამას კი მხოლოდ მოსმენით, სიძულვილის ენაზე უარის თქმით, მოთმინებით, დიალოგით და ერთად გამოსავლის ძიებით შევძლებთ.


close დახურვა