ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტი პრინციპულად მისაღებია.
როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, პუნქტებს პოლიტსაბჭოზე განიხილავენ.
"თქვენ იცით, რომ 2 საკითხზე უნდა მომხდარიყო საბოლოო შეჯერება, პრინციპულად ეს დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა ამ ყველა პუნქტს ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ", - განაცხადა ხაზარაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს. რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.