logo
ENG



ხაზარაძე: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ჩემს სიმართლეს ვერაფერი დააკლდება

16 დეკ 202115:22
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ჩემს სიმართლეს ვერაფერი დააკლდება
ვახო ქარელი/ფორმულა

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო. ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს პოლიტიკური საქმეა, რომელიც იმის გამო დაიწყო, რომ ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელებულიყო.

"რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ჩემს შინაგან რწმენას, სიმართლეს, ჩემს შინაგან სამყაროს, ვერაფერი ვერ დააკლდება. მე ვიცი, რისთვის ვიბრძვი ჩემს მეგობრებთან ერთად. მე ვიცი რამხელა სიკეთე შეუძლია ამ ქვეყანაში თითოეულ თქვენგან, თუ გავერთიანდებით და უარს ვეტყვით ამ ჭაობს", - განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს, 16 დეკემბერს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, ბრალდების მხარემ რეპლიკის მოსამზადებლად გარკვეული დრო მოითხოვა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემდეგი სასამართლო პროცესი საახალწლო დღესასწაულების შემდეგ 2022 წლის 11 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება. 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.

ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.


close დახურვა