17:00 საათის მონაცემებით აქტიურობა 51%-ია, რაც ძალიან კარგი შედეგია. ეს ნიშნავს, რომ გამარჯვება არის ძალიან ახლოს. სულ რაღაც ორ საათში ქართულ ოცნებას გავისტუმრებთ, რუსულ ხელისუფლებას დავამთავრებთ და საქართველო ძლიერი ქვეყნის მშენებლობას დაიწყებს.
მოგიწოდებთ ყველას, ვინც ჯერ კიდევ არ გასულხართ არჩევნებზე, თქვენს თითოეულ ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი გამარჯვება. მივიდეთ, მხარი დავუჭიროთ განსხვავებას, ევროპულ არჩევანს, თავისუფლებას, იმიტომ რომ დღეს თქვენ დაწერთ ისტორიას. თამამად გამოდით და ამ 2 საათში დავასრულოთ რუსული ხელისუფლება საქართველოში.