logo
ENG



ხაზარაძე თავდასხმებზე: ეს ყველაფერი იმ დაუსჯელობის შედეგია, რომელსაც ოცნება ახალისებს

17 ივნ 202318:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/17/x0mah5n2yyjgu1k.jpg

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველაფერი იმ დაუსჯელობის შედეგია, რომელსაც ქართული ოცნება ახალისებს.

"ბრიტანეთიდან, ამ ცივილური გარემოდან, კიდევ უფრო კოშმარულად და კატასტროფულად ჩანს ის ძალადობა, რომელსაც "ქართული ოცნება" და მისი მარბიელი დანაყოფები ახორციელებენ ახალგაზრდებზე, ჩვენს შვილებზე, პოლიტიკოსებზე... მიუღებელია! სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სტუდენტებს, ბანაკში მყოფ ბავშვებსა და ზურა ჯაფარიძეს. მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები დანაშაულია და ყველა დამნაშავე სასწრაფოდ და უმკაცრესად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

ეს ყველაფერი იმ დაუსჯელობის შედეგია, რომელსაც "ქართული ოცნება" ახალისებს. ეს სცენარი უკვე ნანახი გვაქვს, ეს ყველაფერი - ქვის სროლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, თავდასხმები, წარსულში უკვე ვნახეთ და როგორც დასრულდა, ყველას კარგად გვახსოვს. ეს მოძალადე რეჟიმიც დასრულდება! მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ და კატეგორიულად მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები და აღასრულონ კანონი, ყველა მოძალადე და დამნაშავე უნდა დაისაჯოს!!!", - წერს ხაზარაძე.

დღეს, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, 60-მდე ადამიანი მიცვივდა და გაურკვეველ სიტყვებს ყვიროდნენ. ბორჯომში მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის იმყოფებოდა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ვატო შაქარიშვილი, სასტუმროს ქვები დაუშინეს.

მანამდე, გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

ამასთან, თბილისის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჰყვებიან, რომ დღეს დილით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად პროტესტის გამოხატვას აპირებდნენ, რა დროსაც უცნობმა პირებმა ბანერები წაართვეს და კიბეებიდან დააგორეს. სტუდენტები ამბობენ, რომ თავდამსხმელები "კობახიძის მიყვანილი ხალხი" იყო.


close დახურვა