logo
ENG



ხაზარაძე ფულის გათეთრებაზე: ბრალდების მოწმეებიც კი ადასტურებენ, რომ დანაშაული არ ყოფილა

02 ივლ 202118:45
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე ფულის გათეთრებაზე: ბრალდების მოწმეებიც კი ადასტურებენ, რომ დანაშაული არ ყოფილა
ვახო ქარელი/ფორმულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა გაიმართა. პროცესზე ⁠ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. 

ამასთან, ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველა მოწმე მათ სასარგებლო ჩვენებას აძლევს. მისი თქმით, დაიკითხნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებიც იმ პერიოდში ყველა განხორციელებულ ტრანზაქციას ამოწმებდნენ.  

⁠"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამ პროკურატურის უნიჭობაში. ერთი წელი ჰქონდათ იმისთვის რომ ცოტა საფუძვლიანი მაინც ეკითხათ. საოცრება ის არის, რომ ყველა მოწმე რომელიც მოჰყავთ, საჩვენო ჩვენებას აძლევს. საუბარია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებზე ვინც ამოწმებდა ყოველთვიურად იმ ტრანზაქციებს რასაც თითქოს და გვედავებიან. ყველა ადასტურებს, რომ არანაირი არა თუ დანაშაულის ნიშნები, დარღვევაც არ ყოფილა, რომ ყოფილიყო უნდა დავჯარიმებულიყავით იმ დროს. ამიტომ დასკვნა ერთია - ეს მცდელობაა ჩვენი დისკრედიტაციის, რაც არ გამოუვიდათ", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას უკავშირდება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა.


close დახურვა