logo
ENG



ხაზარაძე წულუკიანის განცხადებაზე: ეს ბოლოს მთავრდება თვითიზოლაციით

15 დეკ 201913:57
3 წუთის საკითხავი
 
xbeku0sszv5wcpe.jpg

„ეს ბოლოს მთავრდება თვითიზოლაციით“ - ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, ევროპელ პარტნიორებთან მსგავსი საუბარი მხოლოდ რუსეთს ახასიათებს.

„ეს არის რუსული ნარატივი, როცა რუსეთის ხელისუფლება აკრიტიკებს საერთაშორისო ორგანიზაციებს. ეს ბოლოს მთავრდება თვითიზოლაციით. ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ მივისწრაფით ევროპისკენ, მაგრამ, მეორე მხრივ, არ ითვალისწინებ მათ რეკომენდაციებს. აქ ხაზგასასმელია ის, თუ როგორ გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოღვაწე მოსამართლეები, მაგრამ არჩევნებიდან ექვს თვეში ჩვენ ამ მოსამართლეებს გავისტუმრებთ და ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით შევქმნით მაღალკვალიფიციურ სასამართლოს. „ქართული ოცნების“ გზა არის უიმედობა, არასახელმწიფოებრიობა და ამით ისინი მიდიან არაფრისკენ", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თვითიზოლაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ზაალ უდუმაშვილიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, მსგავსი განცხადებები ბიძინა ივანიშვილის გზავნილია და მთავრობის წევრები უბრალოდ ახმოვანებენ მას.

„ეს არის ივანიშვილის გზავნილი, რომელსაც ახმიანებინებს სხვებს. ჯერ იყო სალომე ზურაბიშვილი, ახლა წულუკიანი, უნდა ველოდოთ მთავრობის სხვა წევრებსაც. ძალიან მძიმეა ივანიშვილისთვის ამის მოსმენა, მაგრამ დასავლეთთან ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ თვითიზოლაციისკენ მიიყვანს მას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა ევროპელი დეპუტატების კრიტიკას იმით უპასუხა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ჩვენს მართლმსაჯულებას.


close დახურვა