logo
ENG



ხაზარაძე ხელისუფლებას: შექმენით გარანტია ბანკებისთვის, ძველი კრედიტები გადაფინანსდეს ახლით

16 სექ 202023:02
3 წუთის საკითხავი
 

პარტია "ლელოს" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ხელისუფლებას ბანკებისთვის იმ გარანტიის შექმნა შესთავაზა, რომლითაც ძველი კრედიტები ახალი კრედიტებით გადაფინანსდება

მისივე განცხადებით, ამ შეთავაზების განხორციელება ეკონომიკაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს, შედეგად კი არც მოქალაქეები და არც სახელმწიფო არ დაზარალდება.

"მინდა შევთავაზო ხელისუფლებას, შექმენით გარანტია ბანკებისთვის, რომ ძველი კრედიტები გადაფინანსდეს ახალი კრედიტით. ამით ყველა ბანკს მოეხსნება სტრესი, სესხი სესხად დარჩება, მაგრამ იქნება ახალი სესხი, რომელსაც გადახდები უკვე მოგვიანებით მოუწევს. ჩვენ ამ კრიზის გადავივლით, გადავივლით არჩევნებს, ამ სტრესს მოვუხსნით ხალხს. არავინ არაფერს არ აგებს, შედეგად არც სახელმწიფო დაზარალდება და არც მოქალაქეები.

უნდა მოხდეს ახალი სესხის ძველი ფულით ჩანაცვლება, ახალი ისტორიის დაწყება, ეკონომიკა ამოისუნთქებს, ბანკებს მოეხსნებათ რეზერვი, რომელიც უზარმაზარ ზარალში მიდის და ბანკების ზარალი პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ეკონომიკურ ნგრევასთან", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


close დახურვა