logo
ENG



ხაზარაძის თქმით, მელიას მერის მოადგილის საკუთარი კანდიდატურა თვითონ შესთავაზა

21 ოქტ 202116:13
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძის თქმით, მელიას მერის მოადგილის საკუთარი კანდიდატურა თვითონ შესთავაზა

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მერის მოადგილის კანდიდატურაზე საკუთარი თავი ნიკა მელიას თვითონ შესთავაზა. როგორც მან თქვა, კანდიდატურის დაყენებისთვის მას გარკვეული პირობაც ჰქონდა.

"ჩვენ მანამდე განვიხილავდით ჩვენს კანდიდატურებს და ბოლო მომენტამდე, როცა ბოლო თათბირი იყო და შევიკრიბეთ ორი დღის წინ, ვუთხარი პირდაპირ, რომ თუ გვინდა შევცვალოთ ქვეყანა, ყველა ძალებით უნდა ჩავერთოთ. ვუთხარი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავერთვები, თუ ელენე ხოშტარია და ზურაც [ჯაფარიძე] ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ. ეს იყო ერთადერთი პირობა. მადლობა მათ, რომ დაეთანხმნენ და მიიღეს ეს გამოწვევა", - თქვა ხაზარაძემ მთავარი არხის ეთერში.

რაც შეეხება კოალიციური კაბინეტის სხვა კანდიდატებს, ხაზარაძე ამბობს, რომ ლელოს სხვა პირობები არ წაუყენებია.

ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური კაბინეტი წარადგინა, მათ შორის 4 მერობის მოადგილეობის კანდიდატი სხვადასხვა პარტიიდან, მათ შორის:

  • მამუკა ხაზარაძე - ლელო;
  • ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი - მეტი თავისუფლება;
  • ელენე ხოშტარია - დროა;
  • ირაკლი აბესაძე - უპარტიო. 

close დახურვა