გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევა თურქეთს უკავშირდება.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ორი ახალი ინფიცირებულიდან ვირუსის გავრცელება არ მოხდება.
„ამ შემთხვევაში ცნობილია. ორივე ახალი შემთხვევა უკავშირდება თურქეთში მოგზაურობას. ისინი იყვნენ თურქეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ერთ შემთხვევაში კარანტინში და მეორე შემთხვევაში თვითიზოლაციაში. ორივე შემთხვევაში, ეს პირობები მკაცრად იყო დაცული. ეს შემთხვევები მხოლოდ და მხოლოდ ამ მოქალაქეებით ამოიწურება და არ იქნება შემდგომი გადაცემა“, - განაცხადა ზახაშვილმა.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 75 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, კარანატინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252. ვირუსისგან სრულად განიკურნა 10 პაციენტი