logo
ENG



ხალხი ელოდება, როდის ამოძვრება სული შიმშილით - ღვანკითის მცხოვრები

28 აპრ 202021:57
3 წუთის საკითხავი
 

ღვანკითის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფელში არსებულ ვითარებაზე გადაცემა "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში" ერთ-ერთმა ადგილობრივმა დალინა ხუჭუამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს პირველადი მოხმარებისა ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაძენად საჭირო ფინანსები არ აქვთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დაპირების მიუხედავად, სოფელში ამ დრომდე არ არის ბანკომატი და თანხის გამოტანას ვერ ახერხებენ.

„ჩვენი მოსახლეობის ტესტირება არ ჩატარებულა - გაუკეთეს ტესტი მხოლოდ კონტაქტებს. ყველა იმას ამბობს, რომ პიკზე ვართ და ჩვენს შესამოწმებლად არავინ მოსულა. ჩემგან არის მეექვსე-მეშვიდე მოსახლე, მაგრამ ველოდებოდით, რომ დაგვტესტავდნენ, მაგრამ არავინ მოსულა. როცა პირველად აღმოჩნდა კორონავირუსი, მაშინ უნდა ჩაეკეტათ და გაეკეთებინათ ტესტები. საგუშაგოებთან მოხუცები საცოდავად დგანან, რომ თერჯოლიდან მოაწოდონ პროდუქცია. გამგეობიდან ორი ადამიანია, ვინც უწევს ამათ დახმარებას. როცა ჩაიკეტა ღვანკითი, უნდა გაეთვალათ, რა დღეში ჩავარდებოდა მოსახლეობა. სოფელში არ არის ბანკომატი და არც ტერმინალი - ვერც ფული გამოგვაქვს და ვერც ვიხდით. გვითხრეს, რომ დადგამდნენ, მაგრამ არ შესრულებულა. ვართ მშივრები -  ერთეულებს აქვთ ხელზე ფული. ხალხი ელოდება, როდის ამოძვრება სული შიმშილისგან", - ამბობს დალინა ხუჭუა.

შეგახსენებთ, რომ სოფელი ღვანკითი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო ჩაიკეტა.


close დახურვა