logo
ENG



ხალხის სოლიდარობა და წუთებში შეგროვებული გირაოს თანხა

06 აგვ 202419:54
3 წუთის საკითხავი
 

სოლიდარობა რეჟიმის წინააღმდეგ. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ოჯახის დასჯის მიზნით დაკისრებულ ჯარიმას ხალხი გადაიხდის. საზოგადოებამ ვიტალი გუგუჩიასთავის დაკისრებული გირაოს ფული რამდენიმე წუთში ააგროვა. ხელისუფლება სოლიდურ ფინანსურ სანქციას მოქალაქეების წინააღმდეგ ერთ-ერთ ბერკეტად იყენებს, რომ მაქსიმალური ფინანსური დარტყმა მიაყენოს. საზოგადოების პასუხი სოლიდარობა და მხარდაჭერაა. ვიტალი გუგუჩიას, რომელსაც ხალხმა ფორთოხლის ბიჭი შეარქვა, ხელისუფლება კრიტიკული პოზიციის გამო უპირისპირდება. 

 


close დახურვა